Foto

ლავროვი - ნატო და აშშ შეპყრობილი არიან რუსეთის „სტრატეგიული დამარცხების“ იდეით - ამან, შესაძლოა, ბირთვული საფრხთის ზრდა გამოიწვიოს

აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს წარმოადგენს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, ნატო და შეერთებული შტატები შეპყრობილი არიან რუსეთის „სტრატეგიული დამარცხების“ იდეით და არსებობენ რისკები, რომ ასეთმა დაპირისპირებამ ბირთვულ საფრხთის ზრდა გამოიწვიოს.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის ფაქტი, რომ დასავლური ბირთვული სახელმწიფოების სამეული არიან კიევის კრიმინალური რეჟიმის მთავარ სპონსორებს შორის, ასევე სხვადასხვა პროვოკაციული ნაბიჯების მთავარი ინიციატორები. ჩვენ ამაში ვხედავთ სერიოზულ სტრატეგიულ რისკებს, რაც იწვევს ბირთვული საფრთხის დონის ზრდას“, – აღნიშნავს რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი.