Foto

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ერაყში იმყოფება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ერაყში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანმა ბაღდადში ერაყის პრეზიდენტ აბდულ ლატიფ რაშიდთან და პრემიერ-მინისტრ მოჰამედ შია ალ-სუდანთან გამართა შეხვედრა.

მედიის ცნობით, ერდოღანის ვიზიტი, ახლო აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებს შორის კავშირების აღდგენას ისახავს მიზნად.

შეგახსენებთ, 2011 წლის შემდეგ, ერაყში თურქეთის პრეზიდენტისთვის პირველი ვიზიტია.