უახლოეს დროში მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ სირთულეების დაძლევას შევძლებთ, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირულ ბუდანოვმა განაცხადა.
როგორც ბუდანოვმა აღნიშნა, ოკუპანტები ფრონტის ხაზზე ახალი შეტევებისთვის ძალების მობილიზაციას მიმართავენ, ამასთან დასავლეთის დაგვიანებული სამხედრო დახმარების ფონზე შეეცდებიან უკრაინის მოსახლეობაში უიმედობის დათესვას.
„ჩვენი შეფასებით, უახლოეს დროში მძიმე ვითარება გველოდება, მაგრამ სირთულეების დაძლევას შევძლებთ. არმაგედონი არ მოხდება. პრობლემები მაისის შუა რიცხვებში ნამდვილად შეიქმნება. რუსეთის არმია კომპლექსური ოპერაციის ჩასატარებლად ემზადება, მაგრამ კიევის შტურმს არ გეგმავს“, - განაცხადა ბუდანოვმა.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press