29 აპრილს "ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ქართველმა ხალხმა ზიზღის კამპანიას უარი უნდა უთხრას".
"მნიშვნელოვანია, რომ 29-ში დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო პირიც და ბიზნესმენიც, "ქუდზე კაცი" უნდა გამოვიდეს რუსთაველზე იმიტომ, რომ ამ ზიზღის კამპანიას, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" აწარმოებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ, თავისი უცხოელი მფარველების მეშვეობით მათ შორის, ამ ზიზღის კამპანიას ქართული ღირსებით და ღირებულებებით უნდა ვუთხრათ უარი",- განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 22 აპრილს "ქართულმა ოცნება" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 29 აპრილს, საქართველოს პარლამენტის სასახლის წინ, მმართველი პარტიის ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართება.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press