ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსი სტრასბურგში მიმდინარე დებატებზე საქართველოს შესახებ საუბრისას განაცხადა.
კუბილიუსის თქმით, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული მომავლის გზაზე დაბრკოლებაა.
"აბსოლუტურად ნათელია, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს მიიღოს რუსული ტიპის კანონი იმისთვის, რომ მიზანმიმართულად დააბრუნოს საქართველო რუსეთისკენ და ეს არის მცდელობა, საქართველოს მთავრობის კრემლს აჩვენოს, რომ მათი საკითხი იქნება დღის წესრიგში საქართველოში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს.
ჩვენ გვაქვს ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მოვახდინოთ დიფერენციაცია პარტიების, ჩვენ უნდა ვთხოვოთ საბჭოს, რომ შეიმუშაონ კრიტერიუმები რითი უნდა მოხდეს მიღება ევროკავშირში და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი, რომ დაბრკოლება ევროკავშირის გზაზე არის არა საქართველოს ხალხი, არამედ საქართველოს მთავრობა, გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს ", - განაცხადა კუბილიუსმა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press