ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ოცნება", ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან, - ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ დებატებზე, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.
კრამონმა აღნიშნა, რომ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, "თავისი მარიონეტებით ცდილობს, რომ საქართველოში "რუსკი მირი" დაამყაროს.
"ძვირფასო კოლეგებო, სტუმრებო საქართველოდან, ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ქართული ოცნება" ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მარიონეტების წარმოდგენა და მარიონეტების პატრონი, რომელიც ამ თოჯინებს ათამაშებს არის ოლიგარქი, რომელიც ცდილობს, რომ დააბრუნოს საქართველო რუსულ ჭაობში. ეს არის ასე ვთქვათ "რუსკი მირი" რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, რომ დაამყაროს საქართველოში. მაგრამ საქართველოს ხალხი არ დარჩება ასე და აუცილებლად გაუწევს ამას წინააღმდეგობას, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც მოსახლეობას და ამით მათ ბრძოლას თავისი ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა კრამონმა
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press