რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული პროპაგანდისტული მედია TASS-ი ქვეყნის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ დაკავება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლის საფუძველზე მოხდა.
როგორც TASS-ი წერს, სავარაუდოდ, ქრთამის სახით აღებული თანხა მილიონ რუბლს შეადგენს, რის გამოც, ივანოვს, შესაძლოა, 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს.
პროპაგანდისტული მედია ავრცელებს საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური წარმომადგენლის, სვეტლანა პეტრენკოს განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნის დაკავების საქმესთან დაკავშირებით "შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს".
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომხდარის შესახებ ინფორმირებულია, თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ კი, აღნიშნულთან დაკავშირებით წინასწარ გააფრთხილეს.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press