გუშინ, ევროპარლამენტის ერთ-ერთი წევრისგან ჩვენ ვნახეთ თავდასხმა ქართულ პოლიციაზე, ვგულისხმობ ბატონ პეტრას აუსტრევიჩუსს - კარგი იქნება, თუ ლიეტუვის საელჩოსგან შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, პოლიციაზე თავდასხმა სახელმწიფოზე თავდასხმაა.
"აუსტრევიჩუსი გარდა იმისა, რომ ევროპარლამენტის წევრია, ის არის ლიიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წევრი და წარმომადგენელი ევროპარლამენტში. ეს არის თავდასხმა ქართულ პოლიციაზე. ყველას შევახსენებ, რომ თავდასხმა პოლიციაზე ეს არის თავდასხმა სახელმწიფოზე. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ვინაიდან ის არის ლიეტუვის სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენელი, კარგი იქნება, თუ შესაბამის განმარტებებს მოვისმენთ ლიეტუვის საელჩოსგანაც, რას ნიშნავს ეს თავდასხმა ქართულ პოლიციაზე",- ამბობს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 23 აპრილს ევროპარლამენტარმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის, ვაჟა სირაძის დასანქცირება მოითხოვა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press