პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფოს კუთვნილი ქონების განადგურებისთვის მსჯავრდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.
გრიგორიადისს სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, უფლებადამცველები და ახლობლები დახვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ლაზრე გრიგორიადისმა გლდანის პენიტენციური დაწესებულება მას შემდეგ დატოვა, რაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების აქტი გამოსცა.
შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ ლაზარე გრიგორიადსს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 12 აპრილს მიუსაჯა. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისის შეწყალებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იმავე დღეს მიიღო.
ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერ...
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ...
საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგ...
- საირმეში ისტორიული პროექტი მიმდინარ...
31 მარტს თბილისში საპროტესტო აქცია და რამდენიმე...
Mana press