პარლამენტის წინ, სადაც მოძრაობები „დაფიონი“ და „ჯიუტი“ აქციას მართავენ, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შელაპარაკება მოხდა.
პოლიციამ აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი და მოძრაობა ხელოვნურად არ შეაფერხონ.
ამასთან, პოლიციამ აქციის მონაწილეებს განუცხადა, რომ თუ გაგრძელდება გზის გადაკეტვა, მათ მიმართ მოხდება შესაბამისი რეაგირება და დაჯარიმდებიან.
„რამდენჯერმე მოვუწოდე აქციის მონაწილეებს, ასევე ორგანიზატორებს, გაათავისუფლონ გზის სავალი ნაწილი, რადგან ახლა, რაოდენობიდან გამომდინარე, გზის დაკეტვის საჭიროება არ არის. მოვახდენთ იმ პირების იდენტიფიცირებას, ვინც ხელოვნურად კეტავს გზის სავალ ნაწილს და სასამართლო იმსჯელებს. ვინც გაფრთხილებული იქნება, ყველას იდენტიფიცირება მოხდება, შესაბამისად, მათზე იქნება რეაგირება“, - განაცხადა პოლიციის თანამშრომელმა.
საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა ეროვნული ნა...
საქართველოს 16-წლამდე გოგონათა საკალათბურთო&nbs...
7 ივლისი იოანე ნათლისმცემლის დაბადების დღეა, რო...
საქართველოს ეროვნული კალათბურთის ყველა ნაკრები ...
5 ივლისი PLUS-ის დაბადების დღეა. ამ დღის აღსანი...
Mana press