არის რამდენიმე დეპუტატი ევროპარლამენტში, რომელსაც პირადი ვენდეტა აქვს ქართველი ხალხის მიმართ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უთხრა, ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირში ინტერგრაციის პროცესს "იარაღად" იყენებენ.
"ევროპარლამენტარები ცდილობენ, რომ ბოლო რამდენიმე კვირა რაც დარჩენილი აქვთ, თავს დაესხნან ქართველ ხალხს. სამწუხაროა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი არის გამოყენებული იარაღად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისთვის რამდენიმე დეპუტატის მხრიდან. ეს, უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ევროკავშირს, მის პრესტიჟს ქართველი ხალხის თვალში",- აცხადებს პაპუაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, 25 აპრილს ევროპარლამენტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press