"ღირსებით ვივლით მშვიდობიანი ღირსეული ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ზუსტად იმ ერთგულ, იმ ძალიან პროგრესულად მოაზროვნე, პატრიოტ, მაგარ ქართველებთან ერთად და გაუჟიმავი კაცებით", - ეს განცხადება "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლევან ჯაფარიძემ საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
ჯაფარიძისთვის სრულად მისაღებია "ოცნების" შემუშავებული და რეინიცირებული რუსული კანონი.
უნდა ჩავიფიქრო, პირველად ვაკეთებ განცხადებას - ძალიან ისეთი პერიოდი დგას, არ მინდა, რომ ყველაზე მთავარი გამომრჩეს, არ მინდა, რომ ყველას ერთად ძალიან მთავარი გამოგვრჩეს - ბევრ დროს ვხარჯავთ, ჭიდილზე იმაზე, თუ როგორი კანონი მიიღება. ძალიან ბევრი იმუშავა ქართულმა ოცნებამ იმისთვის, რომ იმ პროგრესისთვის მიგვეღწია, რაც ჩვენ პროგრესს მივაღწიეთ ევროპულ გზაზე, ყველაზე მთავარი - ცვენ დავიცავით ეს პროგრესი კონსტიტუციურად. არ შეიძლება მის უდიდებულეს ქართველ ხალხს ელაპარაკო ულტიმატუმებით, არ შეიძლება ელაპარაკო და დააყენო ისეთი არჩევანის წინაშე, რომ ან ეკლესიის ძაგება ან ევროპა, ან ვითომ მომაკვდავი, დამნაშავის გარეთ ყოფნა ან ევროპა, გამჭვირვალობა ან ევროპა, ყველაზე დიდი სიკეთის მქმნელი ადამიანისთვის სანქციები და ზურგის ქცევა ან ევროპა, არ იქნება ასეთი მიუღებელი ულტიმატუმი მისაღები ქართველი ერისთვის. ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს სურვილი, რომ გეზი ყოველთვის ჰქონდეს ევროპისკენ, არ დავკარგავთ, ვიმუშავებთ უფრო მეტს და სწორედ მშვიდობით, ღირსებით ვივლით მშვიდობიანი ღირსეული ევროპისკენ და ამას გავაკეთებთ ზუსტად იმ ერთგულ, იმ ძალიან პროგრესულად მოაზროვნე, პატრიოტ, მაგარ ქართველებთან ერთად და გაუჟიმავი კაცებით,“ - ამბობს ჯაფარიძე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press