შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს, შეუძლებელია წარსულმა გაიმარჯვოს მომავალზე - ამის შესახებ პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ შეკრებასთან დაკავშირებულ საკითხზე "მთავარი არხის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა.
მელიას თქმით, 29 აპრილს იქნება პირველი აქცია, "სადაც სტატისტიკურად ყველაზე ბევრი მოქალაქე მივა ქუდით და კეპით, რომ ადვილი არ იყოს იდენტიფიცირება".
"ძალდატანებით ბევრი ადამიანი გამოჰყავთ და მჯერა, რომ ბევრი არ მიიღებს მონაწილეობას და რაღაცნაირად დაუძვრება მათ მოთხოვნებს, ბევრი 5-10 წუთით გამოჩნდება და მიიმალება, მაგრამ ბევრსაც მოუწევს იქ დგომა მაინც. მაგრამ, ეს იქნება პირველი აქცია, სადაც სტატისტიკურად ყველაზე ბევრ მოქალაქეს ვიხილავთ ქუდით და კეპით და სხვადასხვა შესაძლებლობით, რომ იქნებ ადვილად იდენტიფიცირებული ისინი არ გახდნენ", - განაცხადა მელიამ.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press