ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტს იპონით სძლია და ევროპის პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.
ტატომ წინასწარი შეხვედრები დამაჯერებლად გაიარა. პირველი ბრძოლა შიდოებით მოიგო, შემდეგ კი ზედიზედ სამი იპონით დაატკბო პუბლიკა.
ამასთან ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში მოლდოველი ადილ ოსმანოვი დამატებით დროში დაამარცხა.
ლაშა შავდათუაშვილი ზედიზედ ორი მოგების შემდეგ დაძაბულ და ხანგრძლივ 1/4 ფინალში შიდოებით დამარცხდა და რეპეშაჟში გადაერთო, ხოლო დამამშვიდებელ წრეში ბულგარელ მეტოქეს ვაზარით სძლია და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვა.
ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, ესეისტი, &...
16 მაისამდე საქართველოში სეტყვა და ქარია მოსალო...
ევროპის კინოაკადემიამ ახალი წევრების სია გამოაქ...
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამა...
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქართვ...
Mana press