25 აპრილიდან „ფარმადეპოში“ ბეჭდების აქცია დაიწყო. წელს ასორტიმენტი მეტად მრავალფეროვანი გახდა, რაც მომხმარებლებს მეტი სარგებლის მიღების საშუალებას აძლევს.
უფრო კონკრეტულად, 25 აპრილიდან „ფარმადეპოს“ ქსელში დახარჯულ ყოველ 25-ლარიან შენაძენზე მომხმარებელი მიიღებს 1 ბეჭედს. დაგროვებული ბეჭდებით შესაძლებელია 50%-იანი ფასდაკლების მიღება ბროშურაში წარმოდგენილ პროდუქტებზე, როგორიცაა კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება, საფენები, საბავშვო აქსესუარები, სამედიცინო და საოჯახო ტექნიკა და სხვა. თქვენს სასურველ პროდუქტზე განახევრებული ფასის მისაღებად საჭიროა შეგროვდეს ბროშურაზე მითითებული შესაბამისი ბეჭდების რაოდენობა.
მომხმარებელთა თხოვნით „ფარმადეპომ“ აღნიშნულ კატეგორიებში ახალი პროდუქტები დაამატა. აღსანიშნავია, რომ მაისის ბოლომდე 4 ბეჭდის დაგროვების შემთხვევაში, შესაძლებელია განახევრებული ფასით სარგებლობა ბავშვთა კატეგორიის ნებისმიერ პროდუქტზე.
ბეჭდების დაგროვება შესაძლებელია, როგორც სააფთიაქო ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე „ფარმადეპოს“ მობილურის აპლიკაციასა: https://onelink.to/qpufb და ვებგვერდზე: https://pharmadepot.ge/
აქციის დასრულების თარიღია 2024 წლის 15 აგვისტო. ფასდაკლებით სარგებლობის ბოლო ვადა კი 2024 წლის 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაცია:
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
სახალხო დამცველის აპარატის განცხადება პოლიციელე...
Mana press