პარტნიორები და მეგობრები ამ ტონალობაში არ ლაპარაკობენ, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ზარქუა აშშ-ის კონგრესის ზედა პალატის, სენატის 14 წევრის ერთობლივ წერილს, რომელიც ამერიკელმა კანონმდებლებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.
როგორც ზარქუამ აღნიშნა, საქართველოს იღებს კანონს, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს.
„კანონს ვიღებთ, რომელიც აშშ-ში ათობით წელია უფრო მკაცრი ფორმით არსებობს. აფინანსებ მილიარდობით დოლარებით არასამთავრობო ორგანიზაციებს, სადაც ქართველმა ხალხმა, ერმაც და ბერმაც გითხრათ, რომ ამ თანხის ძირითადი ნაწილი ქართულ ინტერესებს არ ხმარდება. იმ ნაწილში, სადაც გვეხმარებიან თავდაცვის მიმართულებით - დიდი მადლობა, ეს დასაფასებელია, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი მაგარი ბიჭები ყველა საერთაშორისო მისიაში მონაწილეობდნენ ამერიკელ ჯარისკაცებთან მხარდამხარ“, - განაცხადა ზარქუამ.
შეგახსენებთ, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ ყავე...
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
Mana press