ამ კანონით, თქვენი მიზანი არის თუ არა ევროკავშირზე უარის თქმა? - ამ შეკითხვით მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძეს იურიდიული კომიტეტის სხდომაზე.
ხაბეიშვილმა სხდომაზე, სადაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მე-2 მოსმენით განხილვა მიმდინარეობს, ასევე დასვა კითხვა, აქვს თუ არა სახელმწიფოს ინსტრუმენტები გამჭვირვალობისთვის და რა საჭიროა კანონი.
"მიზანი ამბობთ, რომ არის გამჭვირვალობა. მე გეკითხებით და უპასუხეთ მოქალაქეებს - არსებობს თუ არა და აქვს თუ არა სახელმწიფო უწყებებს შესაძლებლობა, ინსტრუმენტები იმის, რომ ყველა გადარიცხვა იყოს გამჭვირვალე? ეს არსებობს და დაადასტურეთ. შეუძლია თუ არა ფინანსთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა ტრანზაქციის ნახვა საჭიროების შემთხვევაში? აბსოლუტურად ყველა გადარიცხვის.
მიზანთან დაკავშირებით ასევე - როდესაც ამბობთ, რომ პრობლემაა გაურკვეველი ფინანსები, ამას ამბობთ სიტყვიერად, როდესაც მიზნებიდან ამოდიხართ, თურმე ვიღაც ამ ფულს სხვა მიზნებისთვის იყენებს - არსებობს თუ არა ერთი ფაქტი მაინც, მოიყვანეთ ერთი მაგალითი, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ფინანსთა სამინისტროს, საგამოძიებო უწყებებს - არსებობს თუ არა ერთი ფაქტი, რომ რამე გადარიცხვა იყო არასწორი, რომ რამე იყო კორუფციული, ან იყო ისეთი შემთხვევა, იყო ისეთი თანხა, რომელიც მოხმარდა სახელმწიფოსთვის საშიშ რამე მოქმედებას - არსებობს თუ არა ასეთი ერთი ფაქტი, დაასახელეთ.
ასევე, როდესაც საუბრობთ მიზნებთან დაკავშირებით, გეცოდინებათ უნგრეთის მაგალითი, შემდეგ ევროპულმა სასამართლომ ეს კანონი გააუქმა, ამიტომ თავიდან რაც დავსვი შეკითხვა, მივდივარ ისევ იქ,
პირველი - მთელი ამ დროის განმავლობაში, ტყუილის ტირაჟირება, რომ თითქოს რამე არის გაუმჭვირვალე, გაქვთ თუ არა რამე ინსტრუმენტი, სახელმწიფოს სადმე არ აქვს და თუ აქვს, მაშინ ეს კანონი რა საჭიროა? უნდა უპასუხოთ ხალხს. მეორე - თუ დანაშაული დადგა, ერთი მოიყვანეთ ფაქტად. და მესამე - მიზნებზე როდესაც საუბრობთ, თქვენი მიზანი, გაცხადებული, არის თუ არა ამ კანონით ევროკავშირზე უარის თქმა?“- მიმართა ხაბეიშვილმა მდინარაძეს.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press