ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა, მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი, საკადრისი პასუხი რომ მიიღეს, სიტყვები დატოვეს რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ, - ამის შესახებ მოკრივე ლაშა გურული სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს.
როგორც ლაშა გურული აღნიშნავს, რუსი მეტოქის წინააღმდეგ გამართული შეჯიბრის შემდეგ მან ორგანიზაციის მიმართ პროტესტი გამოთქვა, რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა.
"ბევრი შიდა და გარე პირობების გამო გადავწყვიტე რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი ოლიმპიური თამაშების შემდეგ გავაკეთო. ერთი იმას ვიტყვი რომ ბრძოლის წინა დღეს შემოგვთავაზეს დიდი თანხა. მათ არ უნდოდათ რომ რინგზე გავსულიყავი. საკადრისი პასუხი რომ მიიღეს,სიტყვები დატოვეს რომ ამ ბრძოლას მაინც ყველა ვარიანტში წაიღებდნენ.
ჩემი ბრძოლის სტრატეგია იყო შორიდან მემუშავა რომ დარტყმების გაცვლა არ ყოფილოყო. შორი დისტანციიდან რუსსმა ცალკარა წააგო პირველი რაუნდი რაც მე ჩავთვალე რომ მსაჯებიც უშანსოდ დარჩნენ მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიანიჭეს 4:1 უპირატესობა. მეორე რაუნდში სტრატეგია შევცვალე და დარტყმებიც გავცვალეთ, ამიტომაც რაუნდი ქულების მიხედვით ახლოს იყო ერთმანეთთან, თუმცა მეორე რაუნდიც ვთვლი რომ ჩემი მოგება იყო, მაგრამ 5:0 მიანიჭეს მას.
ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა ამიტომაც ჩემი პროტესტი სრულად ორგანიზაციის მიმართ იყო რასაც სათანადო აჟიოტაჟი მოჰყვა დამკვირვებელთა კომისიისგან ორგანიზაციის მიმართ. კიდე ბევრი მნიშვნელოვანი დეტალია რომელზეც ოლიმპიური თამაშების მერე აუცილებლად ვისაუბრებ. ეს ეხება მსოფლიო კრივს და კრივის მომავალს. მადლობა ყველას", - წერს ლაშა გურული სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press