დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქართული ოცნების" ორგანიზებით დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას".
სააკაშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის იურიდიულ კომიტეტზე მე-2 მოსმენით განხილვიდან ოპოზიციონერი დეპუტატების გამოძევებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ "ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს".
"მე პარლამენტში ვყოფილვარ როგორც ოპოზიციის ლიდერი, ისე უმრავლესობის. ასეთი თავხედური საქციელი საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დეპუტატებსა და მოწვეულ ექსპერტებს ხმას არ აღებინებდნენ და აძევებდნენ. მართლა ხომ არ ბნელა? ამათთან შედეგს მხოლოდ პერმანენტული და მწვავე აქციები გამოიღებს, რუსებზე მხოლოდ ეს ჭრის!
დღევანდელი კონტრაქციით ისინი ცდილობენ ჩვენ დემორალიზებასა და დაღლას, ჩვენ პირიქით, მათ ჩამოშლას უნდა მივაღწიოთ, ამიტომ კარგად უნდა გავაანალიზოთ ჩვენი და უცხოეთის საპროტესტო მოძრაობების გამოცდილება",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press