ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს გადაასწარით - თქვენსავე აქციაზე მოსული ადამიანები აპროტესტებდნენ გაჭირვებას,- ასე მიმართა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
ხაბეიშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ორგანიზებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ გუშინდელი აქცია "მძიმე საყურებელი იყო".
„ძალიან მძიმე იყო საყურებლად გუშინდელი დღე, როდესაც ქართველ ხალხს ნაცვლად იმისა, რომ მათ პრობლემებზე დალაპარაკებოდა ხელისუფლება, დასცინოდა, ფაქტობრივად. არც არაფერს არ დაჰპირებია, არც ხალხის კეთილდღეობას. ჯერ ხელისუფლებას ამხელა ბოღმა სად გაქვთ, ან სად იტევთ? რატომ აკეთებს ივანიშვილი ისე, რომ დაჰყოს საზოგადოება? სად იყო აქ ხალხის პრობლემებზე საუბარი? სად იყო პოზიტივი? სად იყო ერთობა? მუდმივად დამცინავად საუბრობდით, მუქარით, კანონს მაინც გავიტანთო, ახალგაზრდებს მიმართავდა დაგღლითო, წელში გადაგტეხავთო, მაინც იმას გავაკეთებ, რაც მინდაო და გენიოსს ეძახდა საკუთარ თავს. მგონი, ფსიქიკურად რაღაც პრობლემები აქვს ამ ადამიანს და თქვენს ადგილას მივხედავდი ამ კაცს, რადგან ძალიან რთული იყო ამ ცინიკოსი, შეუმდგარი, დიქტატორის ყურება. ეს მილიარდერი კაცი გარშემორტყმული იყო ცალ-ცალი ფეხსაცმლით რომ მოხვედით და მილიონერები რომ გახდით, იმ ხალხით, ე.ი. პედესტალზე იდექით ეს მილიონერები, კარგად ჩაცმულები, კარგი ნაჭამ-ნასვამი და ქვემოთ იყო ხალხი, რომელსაც 300-400-500 ლარზე უწევს მუშაობა. თავადვე თქვით, რომ თქვენ დაიქირავეთ ავტობუსები, მაგრამ ეს ავტობუსები რატომ დაუქირავეთ? იმიტომ, რომ იცით, ამ ხალხს გზის ფული არ აქვს, მართლა რომ უნდოდეს თქვენი მხარდაჭერა, ფულიც არ აქვს, რომ ჩამოვიდეს ბათუმიდან, ზუგდიდიდან და სხვა ადგილებიდან.
ჩრდილოეთ კორეას, რუსეთს გადაასწარით და ბიძინა რომ ამბობდა, არა ევროინტეგრაციას, კი რუსულ კანონს, ასეთ ხელოვნურ, ჩაწერილ ტაშს რთავდით. თქვენსავე მოსულ აქციაზე ადამიანები აპროტესტებდნენ გაჭირვებას. წარმოუდგენლად მძიმეა ამის ყურება. თან მერე იცინით, დასცინით ამ ხალხს. თქვენ დემოკრატია რა გგონიათ? დემოკრატია არის ხალხის მმართველობა. ასიათასი ადამიანი ერთ საათში რომ გამოდის ყველა ჯერზე, როცა აქცია ჩაინიშნება და აპროტესტებს, სულ რომ არ ეთანხმებოდეთ, ნორმალური ხელისუფლების პირობებში იტყოდით, რომ ხალხმა გადაწყვიტოს, არ გვინდა დაპირისპირება, ხუთ თვეშია არჩევნები. ივანიშვილი, შეუმდგარი დიქტატორი, ცინიკოსი კაცი რომ იდგა და სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს, ჩემი აზრით, თავის თავს რომ იქებდა, მერე თქვენ რომ ტაშს უკრავდით, უბედურებაა, რომ ქვეყნის ბედი არის ამ კაცის ხელში. თქვენი წამმზომი ჩართულია და ამ ხალხს ერთი სული აქვს როდის მოგიშორონ ხელისუფლებიდან და ეს იქნება ძალიან მალე, არ გასცდება 5-6 თვეს",- განაცხადა ხაბეიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 29 აპრილს თბილისში, პარლამენტის სასახლის წინ, "ქართული ოცნების" ორგანიზებით, "საყოველთაო-სახალხო შეკრება" გაიმართა. რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მმართველი პარტიის ლიდერებმა, მათ შორის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press