საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი", რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება - ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! - ასე მიმართა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციას პლენარულ სხდომაზე.
ქადაგიშვილის განცხადებით, საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა „ყველა ის უბედური მახე", რომელიც ოპოზიციამ და მისმა „პატრონებმა" საქართველოს „დაუგეს".
„საქართველო გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე თქვენი „ლიბერალური ბაბლი", რომელსაც უნდა საქართველოს ამოტრიალება, ვერ ამოატრიალებთ საქართველოს! საქართველომ ამ წლების განმავლობაში გამოიარა ყველა ის უბედური მახე, რომელიც თქვენ და თქვენმა პატრონებმა დაუგეს საქართველოს, არჩევნების არაღიარებით, ხელოვნურად შემოგდებული „არასამთავრობოთა" გაყალბებული მაჩვენებლებით, რევოლუციის ტრიგერებით. დაუმთავრებელი შემოგზავნით დივერსანტებისა და პარანოიკებისა, რომელთაც რევოლუციები უნდა გამოეწვიათ აქ. უკრაინასთან ერთად საშინელება უნდა დაგვტყდომოდა ჩვენ. ვინ არის „გლობალური ომის პარტია"? ეს შეკრული წრე არის თავის პუტინით დაწყებული და წამქეზებლებით დამთავრებული. საქართველომ და ქართველ ხალხმა, ეს ისტორიულად იცის. გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს ჯარს. ღმერთი ფარავდეს საქართველოს და მის ყველა მოქალაქეს",- განაცხადა ქადაგიშვილმა.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press