სწორედ "ქართული ოცნებაა" ომის პარტია,- ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს.
ხაზარაძის თქმით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს "მხოლოდ ამ მეთოდით უნდათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება".
"როცა ისეთ კანონს იღებ, რომელიც იწვევს არეულობას, რომელიც აპირისპირებს საზოგადოებას, რომელიც არის მხოლოდ ქვეყნის ოკუპანტის ინტერესში, რომელიც გიკეტავს გზას ევროინტეგრაციისკენ, რომელიც ცვლის კონსტიტუციას, შედეგად იღებ არეულობას, დაპირისპირებას და ბოლოს ომს.
სწორედ "ქართული ოცნებაა" ომის პარტია. მხოლოდ ამ მეთოდით უნდათ, შეინარჩუნონ ძალაუფლება!
არა რუსულ ოცნებას! არა რუსულ ხელისუფლებას საქართველოში!" - აცხადებს ხაზარაძე.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press