Foto

3-4 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

3-4 მაისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა შეეზღუდებათ. ამის შესახებ განცხადებას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, პარლამენტის სასახლეში მხოლოდ საკანონმდებლო ორგანოს წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა",- ნათქვამია განცხადებაში.