"ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ქართველ დიპლომატებს მიმართავს და "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისკენ მოუწოდებს.
როგორც ხაზარაძის განცხადებაშია აღნიშნული, "ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე".
"მინდა, მივმართო დიპლომატებს, ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში - თქვენ ხართ ქართველი ხალხის წარმომადგენლები მოკავშირე სახელმწიფოებში და არა ამ ხელისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის, ამიტომ სასწრაფოდ უნდა გამოხვიდეთ და აუხსნათ საქართველოს მოქალაქეებს, რატომ ანადგურებს ივანიშვილი და ეს ხელისუფლება ათწლეულების მანძილზე ნაშენებ მეგობრობას და დაუცველს ტოვებს საქართველოს.
ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები და "ოცნების" მიერ მეორე მოსმენით მიღებული "რუსული კანონი" პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივას, ამის შესახებ თქვენ ყველაზე კარგად ხართ ინფორმირებულები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისაგან, როგორც პირველწყარო. ქვეყნის დასავლური კურსის ფორმირებაში და განმტკიცებაში დიპლომატიური კორპუსის უდიდესი წვლილია, ისევე, როგორც თითოეული თქვენთაგანის, როგორც ამ პროცესის უშუალო მონაწილეების.
დღეს, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია თქვენი ღია პოზიცია საკითხზე, რომელსაც არა მარტო ქვეყნის დასავლური ვექტორის ცვლილება მოაქვს, არამედ თქვენს მრავალწლიან შრომას პირდაპირ წყალში ყრის... ამ დროს სიჩუმე დანაშაულია საკუთარი ქვეყნისა და მომავალი თაობის წინაშე! პოზიცია, რომ ჩვენ დიპლომატები ვართ და პოლიტიკურ განცხადებებს არ ვაკეთებთ, არ მიიღება, საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს!" - ნათქვამია ხაზარაძის განცხადებაში.
ქუთაისში ჟურნალისტებმა მედიააქცია გამართეს. ...
დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუ...
ევროპა გაიღვიძე! - ამის შესახებ საქართველოს პრე...
მტკიცედ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“,...
ქართველო ხალხო, ეს თქვენი ბოლო პოზიციაა. თუ დღე...
Mana press