რუსეთი მზად არის, განიხილოს უკრაინაში ვითარების დარეგულირებასთან დაკავშირებით სერიოზული წინადადებები, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მარია ზახაროვამ ჩამოთვალა პირობები ის პირობები, რომლებიც, „უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის“ არის საჭირო.
„გლობალურად თუ ვისაუბრებთ, რუსეთი ყოველთვის იყო და რჩება ღია უკრაინის კრიზისის დიპლომატიური დარეგულირების პოლიტიკის მიმართ თანამედროვე რეალიების, უსაფრთხოების სფეროში რუსეთის შეშფოთებების გათვალისწინებით. უკრაინის კრიზისის ყოვლისმომცველი, მდგრადი და სამართლიანი დარეგულირებისთვის უნდა იქნეს აღმოფხვრილი მისი პირველადი მიზეზები.
დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის შეიარაღებული ძალების შეიარაღებით მომარაგება, კიევის რეჟიმმა უნდა შეწყვიტოს საბრძოლო მოქმედებები, უკრაინა უნდა დაუბრუნდეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის საწყისებს, ნეიტრალურ, ბლოკგარეშე, ბირთვული იარაღისგან თავისუფალ სტატუსს“, - განაცხადა ზახაროვამ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press