Foto

„არა რუსულ რეჟიმს“ ​- აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, „ქართული ოცნების“ ოფისთან, გზა გადაკეტეს

"უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ქართული ოცნების" ოფისთან, გზა გადაკეტეს.

ადგილზე დიდი ოდენობით სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ისინი აქციის მონაწილეებს "ქართული ოცნების" ოფისთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

მოქალაქეები მმართველი პარტიის ოფისთან რუსთაველის გამზირიდან და სასტუმრო "პარაგრაფიდან" მსვლელობით მივიდნენ.