Foto

შარლ მიშელსა და ირაკლი კობახიძეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" საქართველოს პრემიერ ირაკლი კობახიძესთან საუბრის შემდეგ წერს. 

როგორც მიშელი წერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილეს.

"ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარში საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განვიხილეთ. გავიმეორე ევროკავშირის სრული მხარდაჭერა ყველა ქართველის მიმართ, ვინც თავისი ქვეყნის მომავალს პირველ ადგილზე აყენებს. 

საქართველოს მოქალაქეების მოწოდება ღია, დემოკრატიული და პლურალისტური საზოგადოებისკენ მათ აუცილებლად უნდა მოისმინონ. აქტიური დებატები ახლა ქვაკუთხედია და ის ნამდვილად საჭიროა. 

საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. არ გაუშვათ ხელიდან ეს ისტორიული შანსი", - წერს შარლ მიშელი.