ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენებს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მილერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, კანონი საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ კანონი, რომელსაც განიხილავენ, საქართველოს საეჭვო ტრაექტორიაზე დააყენებს. ეს საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას. ჩვენ გავაგრძელებთ მათთვის ამის ახსნას და ისინი მიიღებენ საკუთარ გადაწყვეტილებებს“,- განაცხადა მეთიუ მილერმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press