ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) ეხება ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ეს განსხვავებული რამ არის,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას - რატომ შეუძლია, აშშ-ს, ჰქონდეს კანონი უცხოური აგენტების შესახებ (FARA) და რატომ არ შეუძლია, ეს კანონი ჰქონდეს საქართველოს - მილერმა ასე უპასუხა:
"განსხვავება არის ამ კანონების შინაარსში. როდესაც თქვენ ამერიკული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს შეხედავთ, თქვენ ნახავთ, რომ ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც უცხოური მთავრობების სახელით მოქმედებენ და არა მათ, ვინც ლეგიტიმური არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ახორციელებენ, ან მათ, ვინც ჰუმანიტარულ სამუშაოსა და სამოქალაქო საქმიანობას ასრულებენ. ეს ძალიან განსხვავებული რამ არის. მსგავსი ცრუ შედარებები წარსულში მინახავს. როდესაც შეხედავთ საქართველოში წარდგენილ ტექსტს და ტექსტებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში კრემლის გავლენით არის მიღებული, ისინი მკვეთრად განსხვავდებიან იმ კანონისგან, რომელიც ჩვენ აქ, აშშ-ში გვაქვს“,- განაცხადა მეთიუ მილერმა.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press