დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა "თანამდებობიდან" გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.
როგორც მედია წერს, განკარგულებას ხელი დღეს, 7 მაისს მოეწერა, გათავისუფლების მიზეზი კი, არ დასახელებულა.
ინალ არძინბა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად 2021 წლის 17 ნოემბერს დაინიშნა. ის "პირველი პრეზიდენტის" ვლადისლავ არძინბას ნათესავია.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press