ბაზისბანკის, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტის მიერ, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რამდენიმე საქველმოქმედო აქტივობა განხორციელდა.
საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისიის“ ორგანიზებით და ბაზისბანკის ფინანსური კონტრიბუციით, საქველმოქმედო კამპანიის #სიკეთეგადამდებია ფარგლებში, წეროვანის ლტოლვილთა დასახლების სოციალურად დაუცველ 200-მდე ოჯახს აღდგომის დღეების აღსანიშნავად სხვადასხვა სახის ნობათი, პირველადი საჭიროების ნივთები და საჩუქრები დაურიგდათ.
ბაზისბანკის და საერთაშორისო ჰუმანიტარული კავშირ „კათარზისის“ პარტნიორობით, სოციალურად დაუცველი 450 ხანდაზმული ბენეფიციარისთვის, ორი დღის განმავლობაში, სააღდგომო სადილი გაიმართა.
„ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიისთვის, საამაყო და მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისგან მსგავსი სახის CSR აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ“, - აცხადებს ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებ...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრ...
„ავერსი“ კიდევ ერთხელ იმსახურებს &b...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა ...
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
Mana press