პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ინფორმაციით, კომიტეტზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მე-3 მოსმენით ორშაბათს, 13 მაისს განიხილება.
ოხანაშვილის განცხადებით, 10 მაისს კი, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების მე-2 მოსმენით განხილვა იგეგმება.
„პარასკევს, 10 მაისს, ვაგრძელებთ მუშაობას იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გამომდინარეობს ევროკომისიის მიერ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის განსაზღვრული 9 პუნქტიდან.
ამიტომ, კომიტეტის სხდომაზე განიხილება მხოლოდ ევროკავშირის 9 პუნქტთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები მე-2 მოსმენით.
„გამჭვირვალობის კანონპროექტს" კი, განვიხილავთ ორშაბათს, 13 მაისს.
ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას",- აღნიშნულია ოხანაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 10 მაისს, 09:00 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა.
აღსანიშნავია, რომ 10 მაისი, მთავრობის დადგენილებით, უქმე დღედ არის გამოცხადებული.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ყურადღება &b...
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
Mana press