ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების მიერ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისთვის მიმართვას გამოეხმაურა.
როგორც კრამონი აღნიშნავს, “არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი [ქვეყანა] კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს”.
"ევროპარლამენტმა თავის რეზოლუციაში ნათლად თქვა და ამ წერილშიც ამბობს: "ქართული ოცნების" რუსული კანონი, ძალადობა მომიტინგეებისა და პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟია. არ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა კრემლის მარიონეტებით იმართებოდეს. ან ერთია ან მეორე”, - წერს კრამონი X-ზე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press