სომხეთი ევროკავშირთან ურთიერთობის გაუმჯობესებას არცერთ სხვა ქვეყანას არ დაეკითხება, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
როგორც ფაშინიანი აღნიშნავს, სომხეთი სუვერენული ქვეყანაა და ამის საფუძველზე აპირებს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას.
„ჩვენ არ გვეკითხებიან, როცა ურთიერთობას აუმჯობესებენ, მაშინაც კი, როცა ეს ჩვენი ინტერესების ხარჯზე ხდება. ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის, მსჯელობისთვის, დიალოგისთვის, მაგრამ ნებართვას არ ვითხოვთ იმასთან დაკავშირებით, ვისთან უნდა განვავითაროთ ურთიერთობები“, - განაცხადა ფაშინიანმა.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press