თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება, შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
აღნიშნული განცხადებით, როიტენი ევროპარლამენტარების მიერ ჯოზეფ ბორელისთვის დაწერილ მიმართვას გამოეხმაურა.
"ვწუხვარ, რომ საქართველოში სიტუაცია აქამდე მივიდა. "ქართული ოცნების" ანტიევროპული დარბევა არჩევანს არ გვიტოვებს. თუ პარლამენტი რუსულ კანონს მიიღებს, EU იძულებული იქნება შეაჩეროს საქართველოს კანდიდატობა. ეს არის ბატონი ივანიშვილის არჩევანი", - წერს როიტენი X-ზე.
ცნობისთვის, ევროპარლამენტის 30-ზე მეტი დეპუტატი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს წერილით მიმართავს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერებისა და ევროკავშირის დაფინანსების გადახედვისკენ მოუწოდებს.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press