ევროპის სახელით, ჩვენ ქართველი და ასევე, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გვიკრძალავს ფიქრს, აზროვნებას, განსჯას, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, "მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, დაბრენდვა კანონისა და დისკუსიის აკრძალვა".
"მიდის აბსოლუტური ტვინის გამორეცხვის მეთოდით მუშაობა, დაბრენდვა კანონისა და დისკუსიის აკრძალვა. სინამდვილეში, ევროპის სახელით, ჩვენ ქართველი და ასევე, ზოგიერთი უცხოელი აქტორი გვიკრძალავს ფიქრს, აზროვნებას, განსჯას, საკუთარ ინტერესებზე ზრუნვას და ევროპის სახელით დღეს თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს, აწყობენ შტურმს საქართვლოს პარლამენტზე ევროპის სახელითა და ევროპის დროშებით და რა თქმა უნდა, ეს არის ძირის გამოთხრა ზუსტადაც ქართველი ხალხის თვალში ევროპული ღირებულებებისთვის",- თქვა პაპუაშვილმა.
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქარ...
"ქართული ოცნების" ძალადობრივი რეჟიმის...
სამოქალაქო აქტივისტმა სამუკა დარჩიამ, რომელსაც ...
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
Mana press