მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს "ქართული ოცნებიდან",- ასე ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე "ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში ჩართული პირების შესახებ" მონაცემთა ბაზის შექმნაზე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას.
როგორც მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ეს სტიგმატიზების მცდელობაა".
"ეს არის სტიგმატიზების მცდელობა, რომ ვიღაცას მოერიდოს მერე და თქვას, რომ აი, აქციაზე თუ გავალ, პაპუაშვილი სიაში შემიყვანს...
მოძალადეების სიის გაკეთება უნდა დაიწყოს "ქართული ოცნებიდან". "ქართული ოცნება" არის მთავარი მოძალადე, რომელიც ძალადობს ქართველი ხალხის ნებაზე...
ჯერ "ქართული ოცნების" უმრავლესობის წევრები უნდა შეიტანონ, მერე თავისი შინაგან საქმეთა მინისტრი და მისი რაღაც დანიშნულების რაზმის მეთაური და მაშინ დავიჯერებთ ამ სიის არსებობას, თორემ პატარა ბავშვებს დააბრალო, მოძალადე ხარ, მე მგონი, ძალიან დიდი აცდენაა",- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ცნობისთვის, დღეს, 8 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "პარტიული სტრუქტურების მეშვეობით იწყება მონაცემთა ბაზის შექმნა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს".
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press