საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო პერიოდში სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს და მოითხოვს რეაგირებას! - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ეროვნული პლატფორმა ავრცელებს.
პლატფორმა ხელისუფლებას “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის უკან გაწვევის, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოვლენების დროულ და ყოველმხრივ გამოძიებისკენ მოუწოდებს.
“საქართველოს ეროვნული პლატფორმა გმობს ბოლო დროს გახშირებულ ძალადობის ფაქტებს. შემაშფოთებელია სამოქალაქო აქტივისტებზე და მედიაწარმომადგენლებზე, მათ შორის, მასწავლებელ ლადო აფხაზავაზე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დირექტორ გიორგი კლდიაშვილზე, ტელეკომპანია ფორმულას გადამღებ ჯგუფზე განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა.
მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში მოხდეს ძალადობის ფაქტებზე რეაგირება: ჩატარდეს დროული და ყოველმხრივი გამოძიება, დამნაშავეები მიეცნენ პასუხისგებაში და გამოძიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას.
არა ძალადობას! არა რუსულ კანონს! კი ევროპას!“,- აღნიშნულია საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადებაში.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press