„არა რუსულ რეჟიმს“ - ამ ლოზუნგით დღეს, 8 მაისს პარლამენტთან აქცია გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დაფიონის" ცნობით, აქცია 20:00 საათზე დაიწყება.
„მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს უწყვეთ აქციებს 8 მაისს. ვიკრიბებით პარლამენტის წინ, 8 საათზე, შემდგომ კი ისევ გვექნება ხმაურიანი, ენერგიული, მტკიცე და პატრიოტული მსვლელობა კანონის სრული დაცვით! დღევანდელი მსველობისთვის გიმზადებთ სიურპრიზს, დღეს უფრო მკაფიოდ უნდა გავაგონოთ ჩვენი ხმა ყველას და ყველგან! ყოველდღე უფრო ბევრნი და ერთიანი უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ერთიან ერს ვერავინ მოერევა! საქართველო ჩვენია და მის დასაცვად ჩვენი ერთიანობაა საჭირო! გელოდებით ყველას, პარლამენტის წინ", - ნათქვამია „დაფიონის" განცხადებაში.
ხან წერთ, 9 აპრილს უცხო ძალა დაგვესხაო, ხან ხალ...
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წ...
სიტუაცია საქართველოში არ არის ისეთი კარგი, როგო...
„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“...
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის ან მთავრობის ...
Mana press