Foto

ვლადიმერ პუტინმა ქართველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უცხო სახელმწიფოების ლიდერებსა და ქართველ და მოლდოველ ხალხს გამარჯვების დღე მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დიდ სამამულო ომში გამარჯვების 79 წლისთავთან დაკავშირებით" მილოცვები გაეგზავნათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ-ს) ქვეყნების, დროებით ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" რეჟიმების ლიდერებსაც. მილოცვის სიაში არ არის უკრაინა.

ვლადიმერ პუტინმა "გამოთქვა რწმენა, რომ დიდი სამამულო ომის დროს დამყარებული ძმური მეგობრობის კავშირები დარჩება საიმედო საფუძველი ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარებისათვის".

"მნიშვნელოვანია, შეწყდეს ჩვენი საერთო ისტორიის დამახინჯების ან დავიწყების ნებისმიერი მცდელობა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყურადღებით შეინარჩუნოთ და გადასცეთ მომავალ თაობებს მეგობრობისა და ურთიერთდახმარების დიდებული ტრადიციები, რომლებიც ჩვენს მამებსა და ბაბუებს მძიმე სამხედრო განსაცდელების ამაყად გაძლებასა და ნაციზმის განადგურებაში დაეხმარა", - განაცხადა პუტინმა.