გაერთიანებული სამეფო რუსეთის სამხედრო ატაშეს ქვეყნიდან გააძევებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.
როგორც გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ პარლამენტში საუბრისას განმარტა, ეს ზომები რუსეთის მავნე ქმედებებზე პასუხითაა განპირობებული.
„ჩვენ გავაძევებთ სამხედრო ატაშეს, რომელიც სამხედრო დაზვერვის არადეკლარირებული ოფიცერია. ჩვენ ასევე ახალ შეზღუდვებს ვაწესებთ რუსულ დიპლომატიურ ვიზებზე, მათ შორის შევზღუდავთ რუსი დიპლომატების გაერთიანებულ სამეფოში ყოფნის ხანგრძლივობას“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.
აზერბაიჯანის ხელისუფლებამ მესამე რუსი ჟურნალისტ...
VOKS 2025-ში 2 მილიონი ხმით ჩვენ უკრაინის ევროკ...
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით,...
არგენტინაში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს, ...
ისრაელში აშშ-ის საელჩო, ისრაელ-ირანის კონფლიქტი...
Mana press