Foto

EU-ის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ელჩები გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის გამოყენებაზე შეთანხმდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას ევროპული საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ბელგია ავრცელებს.

იმ შემთხვევაში თუ, ევროკავშირის ლიდერები ამ გეგმას დაამტკიცებენ, უკრაინა დაახლოებით სამი მილიარდი ევროს ოდენობით თანხას მიიღებს.

„ეს თანხები უკრაინის აღდგენის მხარდაჭერასა და რუსული აგრესიის კონტექსტში სამხედრო დაცვას მოხმარდება“, - ნათქვამია ბელგიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.