საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შესაძლოა დეგრადაციაც კი დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება, - ამის შესახებ ლიეტუვას პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ვილნიუსში ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც ნაუსედამ აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის უკან გაწვევა სამოქალაქო საზოგადოებას გულს დაწყვეტს.
"კანდიდატის სტატუსი ევროპული ინტეგრაციის კიბის უბრალოდ ერთი ნაბიჯია. არა მგონია, რომ ახლა რამე უნდა დავაინიცირო, რაც საქართველოს უკან დაწევს, ვინაიდან, ეს ძალიან დაწყვეტს გულს სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც ახლა ქუჩებში გამოდის და თავის პროტესტს გამოხატავს.
ეს [კანონი] საქართველოს უკან წევს მისი ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ამ მხრივ წინ წაწევით, ისინი რეალურად უკან დაიხევენ. ყველა ეს სიგნალი გაგზავნილ იქნა. საქართველოს ინტეგრაცია შეჩერდება და შეიძლება დეგრადირებაც დაიწყოს, თუ მთავრობა გონს არ მოეგება", - განაცხადა ნაუსედამ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press