ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს თავს დაესხნენ და სცემეს, - ამის შესახებ ორბორბლიანების მარშის კიდევ ერთი ორგანიზატორი, გვანცა პერტია Facebook-ზე, ჯგუფში "დაიტოვე" წერს.
როგორც გვანცა პერტია აღნიშნავს, ორბორბლიანების ორგანიზატორს ტელეფონზე დაურეკეს და დაახლოებით 10 წუთში მის ლოკაციაზე მივიდნენ, სადაც მისივე თქმით, მასზე ფიზიკურად იძალადეს.
"მეგობრებო,
ჩვენს მეგობარს, ორბორბლიანების მარშის ერთ-ერთ ორგანიზატორს, დღეს თავს დაესხა 3 ნაძირალა. ცემეს, ტუჩი გაუხეთქეს და გაიქცნენ.
სანამ მივიდოდნენ, დაურეკეს ტელეფონზე, 15 წამი ხმას არ იღებდნენ და დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ ზუსტ ლოკაციაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აღარ უპასუხოთ მაგინებლების ზარებს. სავარაუდოდ დარეკვით გებულობენ ზუსტ ადგილსამყოფელს და არ მივცეთ საშუალება იმის რომ მოგვადგნენ და გვცემონ.
ასევე, გთხოვთ, იქნებ იცოდეთ კომპანია, რომელიც წიწაკის სპრეებს თუ ვერ გვაჩუქებს მოგვყიდის მაინც შედარებით იაფად? ახლა ის დროა რომ ყველამ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს და ერთმანეთის უსაფრთხოებაზე.
არ გავჩერდეთ! ვერ შეგვაშინებენ!", - წერს პერტია.
მანამდე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა დიმა ჩიქოვანმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ მას საცხოვრებელ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ძლიერი თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთ...
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 14 ...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 ...
თუ კონკრეტული ნაწარმოები 2025 წლის საგამოცდო პრ...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ პა...
Mana press