Foto

ენმ - დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაშია, უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გუნდის წევრთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივან დიმიტრი ჩიქოვანთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, დიმიტრი ჩიქოვანი კლინიკაში რჩება, სადაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვლევები უტარდება.

"გუშინ, ერთიანი "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანს, დიმიტრი ჩიქოვანს საკუთარ სახლთან სამთავრობო ზონდერები თავს დაესხნენ და ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.

დიმიტრი ჩიქოვანი ამჟამად კლინიკაშია, მას უტარდება კვლევები და არის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ", - ნათქვამია ენმ-ის ინფორმაციაში.