რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ზოგიერთი ოლქიდან რუსი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანის საკითხი შეათანხმეს, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პესკოვის თქმით, სომხური მხარის თხოვნით საფუძველზე, რუსი მესაზღვრეები ირანისა და თურქეთის საზღვართან დარჩებიან.
„დიახ, ეს ნამდვილად ასეა. 2020 წლის შემოდგომას, სომხური მხარის თხოვნით, ჩვენი სამხედროები და მესაზღვრეები განთავსდნენ რიგ სომხურ ოლქებში. ფაშინიანმა თქვა, რომ დღეს შეცვლილ პირობებთან დაკავშირებით ასეთი საჭიროება აღარ არის, ამიტომ, პრეზიდენტი პუტინი დათანხმდა და ჩვენი სამხედროებისა და მესაზღვრეების გაყვანა შეთანხმდა“, - განაცხადა პესკოვმა.
სიქსტეს კაპელის სახურავზე დამონტაჟებული საკვამუ...
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხ...
რომის პაპ ფრანცისკე შაბათს, 26 აპრილს დაკრძალავ...
რომის პაპის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთ...
რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა...
Mana press