Foto

საჰაერო განგაშის გამო, კიევში რობერტა მეცოლასა და ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია შეწყდა

კიევში საჰაერო განგაშის გამო, ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პრესკონფერენცია შეწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, პრეზიდენტმა ზელენსკიმ რობერტა მეცოლას ჰკითხა, როგორ გრძნობდა თავს, რაზეც რობერტა მეცოლამ უპასუხა, რომ ახლა მას უკეთ ესმის, რას განიცდიან უკრაინელები ყოველდღიურად.

„ეს არის მათი რეალური დამოკიდებულება მშვიდობისა და ნაციზმთან ბრძოლის მიმართ. ასეთია რეალობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.