ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ევროპულმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ "უცხოური გავლენის შესახებ" კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და "იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და ეს არ იქცეს კანონად".
"ძალიან შეშფოთებული ვარ ბოლოდროინდელი მოვლენებით, რომელიც სიტუაციას ძალიან ართულებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მოხდეს პროგრესი და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და გადაინაცვლოს ევროინტეგრაციის ახალ ეტაპზე, მოლაპარაკებების დაწყებაზე.
ეს უკვე მოხდა უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში და ჩვენ მათ უნდა დავეწიოთ, სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ და ჩვენ ძალიან მჭიდროდ უნდა ვიმუშაოთ საქართველოს ხელისუფლებასთან ამის მისაღწევად.
თუმცა ამისთვის ჩვენ უნდა მოვაგვაროთ იმ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტის პრობლემა. როგორც ევროპულმა ლიდერებმა არაერთხელ აღნიშნეს, ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს და იმედი გვაქვს, რომ ჯერ კიდევ არის დრო ეს კანონპროექტი უკან იყოს გაწვეული და ეს არ იქცეს კანონად", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.
რეზოლუციაში სანქციებია მათთვის, ვინც საარჩევნო ...
ყველაზე მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგების ცნო...
გვყავს პოლიტიკური პატიმრები, ჩვენ მოვუწოდებთ მთ...
მოგმართავთ თქვენ, რომ დაგვეხმაროთ გადავარჩინოთ ...
საარჩევნო ადმინისტრაციამ რეგისტრაცია გაუუქმა პო...
Mana press