Foto

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დაცვის სამმართველოს ხელმძღვანელი სერგიი რუდი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზი არ დასახელებულა.

სერგიი რუდი სახელმწიფო დაცვის სამმართველოს 2019 წლიდან ხელმძღვანელობდა.