"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ დღეს კვლავ ჩაუსაფრდნენ.
როგორც ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მან იარაღიდან გამაფრთხილებლად გაისროლა.
"მეორედ ჩამისაფრდნენ დღეს, ამჯერად დღისით. "გირჩი ტვ"-დან გამოვედი, მანქანა განათლების სამინისტროს წინ მყავდა დაპარკინგებული. ამ ფოტოზე რომ მანქანაა, მაგას როგორც კი ჩავუარე, გადმოხტა პირბადიანი კუნთმაგარი ვირთხა და გამოექანა ჩემსკენ, ასევე გაიღო მანქანის მეორე კარიც და მეორე ვირთხაც აპირებდა გადმოსვლას, ჰაერში ვისროლე და დავემუქრე, პირველი ვირთხა ისე სწრაფად გაიქცა, ვერ დავინახე სად შეძვრა, ეს "მერსედესი" ადგილზე დაბუქსავდა და სწრაფად დაეშვა მიწისქვეშა გვირაბში, ბევრი მოწმე იყო გარშემო, დაადასტურებენ რასაც ვწერ, თუ საჭირო გახდა", - წერს ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში და ფოტომასალას აქვეყნებს.
ოპოზიციური პარტია „გახარია - საქართველოსთ...
სამოქალაქო აქტივისტს ანრი კვარაცხელიას, რომელსა...
მზია ამაღლობელმა შეასრულა კონკრეტული დაკვ...
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟ...
ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომ...
Mana press